თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ქართული საავიაციო ფორუმი _ სასტენდო _ კომპრესორი?

პოსტის ავტორი: georgiano თარიღი: Jul 17 2008, 03:59 PM

სალამი ყველას.

როგორც იქნა ვიყიდე Badger-ის აეროგრაფი, double action, gravity feed
ეხლა კი მჭირდება კომრესორი.

ხომ ვერ მეტყვით სად ვიყიდო და რამდენ ადმოსფეროიანი მჭირდება?
პირველ ეტაპზე ბალონზეც არ ვიტყოდი უარს(იმაზე კი არა ბაბილონში რომ იყიდებოდა. ცოტა დიდი, "აგნეტუშიტელის" ხელაზე)

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jul 17 2008, 04:01 PM

georgiano
გილოცავ! შესანიშნავი შენაძენია, კმაყოფილი დარჩები good.gif

კომპრესორი უნდა სადღაც 2 ატმოსფეროს ფარგლებში. მე უბრალო მაცივრის ძრავი მაქ მაგ საქმისთვის. რესივერად დიდ პლასტმასის ბოთლს ვხმარობ:
http://www.lockon.ge/forum/index.php?s=&showtopic=113&view=findpost&p=3590

პოსტის ავტორი: georgiano თარიღი: Jul 17 2008, 04:07 PM

ციტატა(GGM @ Jul 17 2008, 05:01 PM) *

georgiano
გილოცავ! შესანიშნავი შენაძენია, კმაყოფილი დარჩები good.gif

კომპრესორი უნდა სადღაც 2 ატმოსფეროს ფარგლებში. მე უბრალო მაცივრის ძრავი მაქ მაგ საქმისთვის. რესივერად დიდ პლასტმასის ბოთლს ვხმარობ:
http://www.lockon.ge/forum/index.php?s=&showtopic=113&view=findpost&p=3590


ეს აეროგრაფი შენ მირჩიე, მაშინ სხვა ნიკი მქონდა, პაროლი დამავიწყდა smile.gif
შენი პოსტი ვნახე მარა მაინცამაინც ვერ მივხცდი მაცივრის მატორი როგორ უნდა გამოვიყენო?

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jul 17 2008, 04:16 PM

georgiano
აა, გასაგებია smile.gif

მაცივრის ძრავი ადვილი გამოსაყენებელია. თავისი მმართველი კონსტრუქციით თუა (რელე და კონდენსატორიცაა მგონი მანდ) ეგრევე ირთვება და იწყებს მუშაობას. როგორც წესი 2 მილი აქ ერთი შემავალი მეორე გამომავალი (რითაც ფრეონს აკაჩავებს. რო ჩართავ ჰაერის ნაკადით მიხვდები რომელი რომელია). შემავალ მილში შიგადაშიგ (თვეში ერთხელ) რამოდენიმე წვეთი მანქნის ზეთი ჩააწვეთე ხოლმე. აი გამომავალ მილში შეაერთო მოქნილი მილი რომელის სასურველია შეუშვა რამე დიდ რეზერვუარში (პლასტმასისი ბოთლი ან მომცრო ზომის პლასტმასის კანისტრა) რაც რესივერის როლს შეასრულებს. რესივერიდან სხვა მოქნილი ილით უკვე შეგიძლია აეროგრაფს შეუერთო.

პლასტმასის ბოთლი იმით არის კარგი რომ სახურავის მოჭერილობით ვარეგულირებ გამომავალ წნევას smile.gif
სასურველია აგრეთვე გამოსავალზე ზეთის ფილტრის დაყენება (უბრალო მანქანის ბენზინის ფიტრი).

პოსტის ავტორი: georgiano თარიღი: Jun 25 2009, 12:00 PM

როგორ ფიქრობთ, გუდვილში რომ 30ლარად 12 ვოლტიანი მანქანის საბურავის კომპრესორი იყიდება, ამ საქმეში გამოდგება?

ერთხელ, მაგის ბიძაშვილით, დაშვებული საბურავი 10 წუთში გავბერე.

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jun 25 2009, 12:29 PM

georgiano
ეგენი დიდხანს ვერ მუშაობენ გადაბმულად - შეიძლება გადაიწვას - მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა შეძლოს.

პოსტის ავტორი: georgiano თარიღი: Jun 25 2009, 01:51 PM

1 საათი?
1:48 მოდელის შესაღებად მინდა, 1:1 -ის კი არა smile.gif

პ.ს.
ესეთი რაღაცა ჩვენთან სადმე იყიდება?
http://www.amazon.com/Wilmar-W10005-Gallon-Portable-Tank/dp/B000FW7W54

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jun 25 2009, 03:44 PM

georgiano

ციტატა
1 საათი?
1:48 მოდელის შესაღებად მინდა, 1:1 -ის კი არა

1:48-ზე უფრო მეტიც დამჭირვებია smile.gif

...ეგეთი ატ ვიცი მაგრამ შეკუმშული ჰაერის ან ნახშირორჯანგის ბალონებს კი იყიდი - კომპრესორზე ძვირი ჯდება უბრალოდ თორე - თუ ერთ ჯერზე არ გინდა მხოლოდ რათქმაუნდა smile.gif

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Feb 24 2010, 12:38 AM

მე ამ ჟანგბადის ბალონებს ვიყენებ ძალიან პრაკტიკულია და სუფთად მუშაობის საშვალებას იძლევა. შეგიძლიათ ნებისმიერი ატმოსფერო დაიჭიროთ რედუქტორის საშვალებით მაგ. 1.2.3.4.5 და ასშ. კონდესატს და არც ზეთს ამ შემტხვევაში ადგილი არ ააქვს იდეალურად სუფთა ჰაერით მუშაობ. ეს არის სასწრაფოს ჟანგბადის ბალონები ოღონდ მე ჰაერით ვატენინეფ რაც სრულიად უსაფრთხოა და ერთი ბალონი იძლევა 50 წუთიან შეუწყვეტლივ ჰაერის წარმადობას, ტევადობა აქვს 150 ატმოსფერო გირჩევთ ორი ბალონის შეძენას. მე დამიჯდა 80 ლარი მთლიანად მოწყობილობა ორი ბალონი, ორი პერეხადნიკი და ერთი რედუქტორი. ერთი ბალონის დატუმბვა ლარნახევარი ჯდება. მაცივრის კომპრესორს ვხმარობდი მაგრამ ბევრი პრობლემა ქონდა, ძალიან ბევრი კონდესატი და ჰაერში მოყოლილი ზეთი, მანქანის ბენზინის ფილტრი ბოლომდე მაინც ვერ აკავებს ვერცერთს და იქვე იწყება პრობლემები მითუმეტეს ზაფხულში 5 წუთში ცხელდება მაცივრის ძრავი რაც ღებვასთან დაუშვებელია ასე რომ დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ. მხოლოდ ჰაერით ტენიან ახმაშენებლის ხეივანზე მუხადგვერდის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს ვისოლის კალონკის გვერძე გზა შედის და იქ ტენიან good.gif


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Feb 24 2010, 03:46 PM

achiko
ჩემსას თავისი კომპრესორი მოყვა და ის პრობლემები რაც შემ ჩამოთვალე, არ ჰქონია არც ზაფხულში და არც ზამთარში. თუმცა ზამთარში თითქმის უსაქმოდ დევს. მაცივრის ძრავზე გეთანხმები. ყველაფერი ისეა როგორც აღწერე. ეგ ბალონები კი ჩემის აზრით იდეალური გამოსავალია იაფ ფარგლებში. buba.gif

პოსტის ავტორი: georgiano თარიღი: Feb 27 2010, 06:05 PM

achiko
და სად იყიდება ეგ ბალონები თავისი რედუქტორ/რეგულატორებით?
დატენვით სად ტენი?

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Feb 28 2010, 12:20 AM

georgiano
მე ეს ბალონები მშრალ ხიდზე შევიძინე,მაგრამ როგორც გავიგე სადაც ჟანგბადით ტენიან ბალონებს იქ ააქვთ გასაყიდათ რესპუბლიკურ სავადმყოფოში ტენიან იქ იკითხე ფანტანის მხრიდან სამრეცხაოების გვერძე უნდა შეხვიდე. ჰაერით კი დიღომში მუხადგვერდის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს "ესტაკადის პირდაპირ" არის შესახვევი ვისოლის კალონკის გვერძე ყოფილი ტრაქტორების გარაჟი მდებარეობს და იქ ტენიან ჩვეულებრივი ჰაერით. რედუქტორი ელიავაზე ვიყიდე ნახმარი 40 ლარი მივეცი რეგულატორები თვითონ მოყვება რედუქტორს მეტი აღარაფერი ჭირდება. ისე გაითვალისწინე ერთი ბალონი 45/50 წუთამდე ყოფნის 2 ცალი მინიმუმ გჭირდება, მე ორი მაქვს და ერთის შეძენას კიდე ვაპირებ.

პოსტის ავტორი: Conqueror თარიღი: Sep 15 2011, 06:28 PM

სალამი ვნახე ეს კომპრესორი, http://www.amazon.com/Portable-Compressor-250PSI-Pressure-Checking/dp/B0058AH2XU/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1316096038&sr=1-3 ეს რამდენად შეძლებს ესეთი ავზის დატუმბვას? http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=2&product_id=1623616


კომპრესორს აწერია 250 პსი ანუ 2 ატმოსფერომდე.
ზედა კომენტარებში წერია რომ 2 ატმოსფერო მაინც უდნდა იყოსო, და რამდენად გამოდგება სამღებროსთვის?

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Sep 15 2011, 08:42 PM

Conqueror
ეგ კომპრესორი მაგ ბალონებს ვერ დატუმბავს.
...და რად გინდა ბალონის დატუმბვა კომპრესორი თუ გექნა - პირდაპირ გამოიყენე დანიშნულებით smile.gif

პოსტის ავტორი: Conqueror თარიღი: Sep 18 2011, 12:33 AM

ბალონიდან წნევა უფრო თანაბარი წამოვიდოდა, ხოლო კომპრესორმა შეიძლება "ფურთხება" დაიწყოს

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Sep 18 2011, 01:16 AM

Conqueror
კომპრესორს რესივერი და ფილტრი უნდა და არანაირი "ფურთხება" biggrin.gif
შენს ლინკზე საბურავის დასაბერი კომპრესორია - ეგ არ გამოგადგება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services