თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ქართული საავიაციო ფორუმი _ სასტენდო _ AH-64D Apache Longbow

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Nov 21 2009, 11:20 PM

მოკლედ ასე... პატვიცემულო საზოგადოებავ, ვიწყებ აწყობის ახალ თემას.
ამჯერად ბატონი ბესოს ნაჩუქარი მოდელი - AH-64D Apache Longbow, Revell-ის 1:48 მასშტაბის + Eduard-ის ტრავლიონკები + Ares-ის კოკპიტი + ჩემი წვალება = ვნახოთ რა გამოვა smile.gif

ეხლა რაც შეეხება მოდელს... საკმოდ დეტალიზებულია მაგრამ ჩამოსხმის ხარისხია უსაშინლესი - უსუფთაო ჩამოსმა, რბილი პლასტიკი, შეერთებისას ხშირად საჭიროებს ბლომად შპაკლს. მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია და მოვარჯულებთ იმედია smile.gif

დავიწყე იმით რომ საქმეში გამოვცადე ე.წ Futura-ს ლაქი (ბზინავი ლაქია) - იდეალურია გამჭვირვალე ნაწილების დასამუშაევბლად - რეალური შუშის ეფექტს აძლევს, ბზინვარეს ხდის.

ესეც ფუტურათი დამუშავებული, შემდეგ მასკა დადებული და შეღებილი კაბინის შუშები (შიგნიდან მასკა უკვე მოვაცილე, გარეთ ჯერ იყოს):

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6414.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6415.jpg

იმედია შედეგს ხედავთ, თუმცა საბოლოო სახედე კიდე რამოდენიმე ეტაპია smile.gif

შემდეგ, გამოვცადე ედუარდის ტრავლიონკა - ჰიდრების გონდოლაზე. წინა და უკანა მხარეს რაკეტების ბუდეების უკეთესი იმიტაციაა, ფიტილებიც კი ჩანს და თან ლითონის ეფექტი გამოვიდა - მაგრა მომეწონა.
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6416.jpg

ეხლა ყველაზე საინტერესო - კაბინა! რემნები ცალკეა სავარძლებზე, ძრავის გაზი რეგულატორები ცალკე, პედლები ცალკე, ინსრუმენტებიც - ფოტოფირია ზოგი პანელი ქვეშ, და ესეთ პატარა მაშტაბშიც კი ციფერბლატები ჩანს თუ დაუკვირდებით

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6400.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6401.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6405.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6407.jpg

კაბინაში სავარძლები დროებით ჩავდგი - არაა ჩაწებებული. ჯერ კიდე დასამუშევებელია, სავრძლებიც, თვითონ კაბინაც და ინსტრუმენტების პანელიც - ესე არ უნდა ბზინავდეს smile.gif

ეს კიდე ძრავის გონდოლა - საქშენზე ტრავლიონკებია
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part1/IMG_6410.jpg

დანარჩენი ფოტოები აქ იქინება:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/

დღეისთვის საკმარისია smile.gif

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Nov 21 2009, 11:39 PM

ხოოო... აი, მასტერმა დაიწყო ჩვენი მოდელიზმის გაკვეთილები. სხვანაირად ვერც დაარქმევ ეგეთ მუშაობას. ძაან მაგარია. ყოველთვის მშურდა შენი ნებისყოფის, წვრილმანი რაღაცეების გულდასმით კეთებაში.
აბა, ველით შემდეგ აფდეიტებს. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Flyboy თარიღი: Nov 24 2009, 02:56 AM

მაგარია! ოგონდ მეტი ფოტო და მეტი ინფორმაციააა, ძაან საინტერესოა wink.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Dec 27 2009, 08:11 PM

ნაწილი 2...
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part2/

პირველი ფენა გრუნტი დავადე და ძირითად ფერში შევღებე ფუზელაჟი...
ტრავლიონკებს რო დავადებ მერე შავი ფერით დამუქება უნდა გავაკეთო და მერე ისევ შევღებო ძირითად ფერში, ტონირებით.

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Dec 27 2009, 09:14 PM

GGM
მაგარი ხარ! უკვე გალამაზდა ნელნელა და სახე ეძლევა. smile.gif მოუთმენლად ველით დამთავრებას. wink.gif

პოსტის ავტორი: shooter თარიღი: Dec 28 2009, 12:49 AM

ძალიან მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: A10a თარიღი: Dec 28 2009, 07:25 PM

ვაუ მაგარი იქნება,მეც მოუთმენლად ველოდები როგორი გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 2 2010, 07:12 PM

მორიგი აპდეიტი, ნაწილი 3:

ტრავლიონკები დავაწებე და შევღებე. შუშებზეც ავაძრე მასკა როგორც იქნა (მასკები შევინახე - კიდე დამჭირდება, ლაქით დაფარვისას).

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეხლა ეგ გაშრეს და შასის მივხედავ...

დანარჩენი ფოტოები აქ:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part3/

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 2 2010, 09:47 PM

GGM
აუუუ... მაგარია!
როგორ პრიალებს შუშები!?... wink.gif
ცოტას არ მაკატავებ მერე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 2 2010, 10:24 PM

Beso

ციტატა
როგორ პრიალებს შუშები

futura-ს დამსახურებაა wink.gif

პოსტის ავტორი: shooter თარიღი: Jan 4 2010, 03:06 PM

მაგარია რაა

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 10 2010, 09:39 PM

ახალი პარტია...
შასი მივუყენე და ძრავებიც დავასრულე, ფაქტიურად ყველაფერი აწყობილია. დარჩენილი ადგილებიც შევღებე.

IPB-ს სურათი

ეხლა პირველი პირი პრიალა ლაქი დარჩა, მერე დეკალები, მერე მეორე პირი პრიალა, მერე დასვრა და მერე მატოვი და ეგაა. smile.gif

დანანრჩენი როგორც ყოველთვის აქ:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part4

პოსტის ავტორი: A10a თარიღი: Jan 11 2010, 01:03 PM

აუ მაგარი იქნება

პოსტის ავტორი: Ejay თარიღი: Jan 11 2010, 01:39 PM

GGM
ბარემ ააფრინე და ეგაა =)))

არ გამიკვირდება რო აფრინდეს ისეთ ვიდზე დგას : )))

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 11 2010, 02:45 PM

GGM
მაგარია ჯიჯი. მარცხენა ძრავზე ცოტა რასშივკა გადაგიშპაკლია და გახაზე. ყოვეშემთხვევაში ასე ჩანს სურათზე. პრინციპში არც აღარაფერი აღარ დარჩა. კაია რომ ზამთარში მოახერხე ამის აწყობა. მე სანამ არ გათბება, ახლოს არ მაკარებენ სახლში. სუნით ვიხრჩობითო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 11 2010, 04:21 PM

Beso
უფ ეგეთი ნაკლები ბევრია... მარა ისეთი საძიძღარი ჩამოსხმა მოდელია რო გადაყოლაც დამეზარა, მეჩქარება თან რო მოვრჩე, დავიღალე უკვე.

P.S.
მეტი აღარავინ არ გაბედოთ და მოდელი არ მაჩუქოთ!
თორე გავაჩუქებ! biggrin.gif

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 11 2010, 04:32 PM

ციტატა(GGM @ Jan 11 2010, 04:21 PM) *

Beso
size=4]მეტი აღარავინ არ გაბედოთ და მოდელი არ მაჩუქოთ![/size]
თორე გავაჩუქებ! biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აბა ვიღაც ვიღაცეები რო ამბობდნენ სიამოვნებას მანიჭებს აწყობაო!?... wink.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 11 2010, 04:44 PM

Beso

ციტატა
სიამოვნებას მანიჭებს

მაგრამ ვიღლები და რაც მთავარია ბევრი დრო მიაქ smile.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 16 2010, 10:44 PM

რა ლამაზი დროაააა, რა ლამაზი დღეაააა! იმიტომ რომ დეკალების დაკვრის დროაააა smile.gif

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part4/IMG_6563.JPG

პოსტის ავტორი: shooter თარიღი: Jan 17 2010, 12:55 AM

მაგარია smile.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 17 2010, 09:26 PM

საბოლოო აწყობის წინა მზადება...

IPB-ს სურათი

...კრიალა ლაქი წავუსვი და დავსვარე. რო გაშრება მატოვი ლაქით დავფარავ და საბოლოოდ ავაწყობ.

დანარჩები ფოტოები აქ დავამატე:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part4/

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 17 2010, 10:03 PM

მააააგარია რა....
ქე გასულხარ ფინალში ნელ ნელა ხო იცი შენ!?... wink.gif

პოსტის ავტორი: IKI BAZADZE თარიღი: Jan 18 2010, 10:24 PM

მაგარია ძაან

პოსტის ავტორი: A10a თარიღი: Jan 18 2010, 10:32 PM

უმაგრესს

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 19 2010, 08:31 PM

მოვრჩი! : party.gif
ჩაიბარეთ ბორტი smile.gif

IPB-ს სურათი

დანარჩენი ყველა ფოტო აგერაა:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/

ეს ნაჩქარევად გადავღე ოთახის განათებით... მერე დღის შუქზე გადავუღებ უკეთეს ფოტოებს.

დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის good.gif

პოსტის ავტორი: faskunji თარიღი: Jan 19 2010, 08:46 PM

biggrin.gif ჩავიბარეთ !

good.gif good.gif good.gif good.gif მაგარია victory.gif

პოსტის ავტორი: shooter თარიღი: Jan 19 2010, 08:58 PM

ძალიან მაგარია smile.gif სხვა მოდელებსაც ძალიან მოუხდა smile.gif

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Jan 21 2010, 06:46 PM

მაგარია ძაან საღოლ გია good.gif

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 21 2010, 06:58 PM

მალადეც!
გამოვიდა მართლა კლასი. პრინციპში ამასაც ველოდით. გილოცავ კიდევ ერთ შედევრს. ისე, ცოტა ხანი კი მოგიწევს შესვენება, პოლკები შეივსო უკვე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: fffrock თარიღი: Jan 21 2010, 08:54 PM

მაგარია მართლა ტო. რო უყურებ სურათებს სურვილი მაქ დავჯდე და აწყობა დავიტყო მარა ვიცი რო ძაან ძნელია და დიდი დრო უნდა. მაგარია საღოოოოოლ smile.gif

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 21 2010, 09:53 PM

faskunji
shooter
achiko
მადლობა, მიხარია რო მოგეწონათ. smile.gif
Beso
მადლობა, შენს უმისოდ ეგ პროექტი არ შედგებოდა wink.gif
fffrock
იმედია A-10 -ის მერე აპაჩს გააკეთებენ და ჩაჯდები მერე :ოცნებას კაცი არ მოუკლავს სმაილიკი:

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Jan 24 2010, 07:02 PM

გავაახლე ფოტოები...
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

დღის შუქზე გადავიღე, მგონი უკეთესი გამოვიდა:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Jan 24 2010, 07:40 PM

ვახ ვახ რა ლამაზია დღის შუქზე ძალიან სუფთა ნამუშევარია
good: good.gif good.gif plane.gif

პოსტის ავტორი: Beso თარიღი: Jan 24 2010, 08:33 PM

აი, ეს სულ სხვაა. ის თითქოს მობილურით არისო გადაღებული. biggrin.gif აქ გამოჩნდა მთელი სილამაზე და შენი ოსტატობა. თუმცა სანამ რეალში არ ვნახავ ვერ მოვისვენებ. biggrin.gif კიდევ ერთხელ გილოცავ!

პოსტის ავტორი: Pilota_ace თარიღი: Jan 24 2010, 08:45 PM

GGM
ვააა საგოლ მაგარია. good.gif

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Feb 20 2010, 10:06 PM

ესეც ჩემი განახლებული "belt cp"

პოსტის ავტორი: achiko თარიღი: Feb 20 2010, 10:37 PM

სამწუხაროდ სურათები ვერ დავამატე არ ემატება

პოსტის ავტორი: GGM თარიღი: Feb 20 2010, 11:55 PM

achiko

ციტატა
სამწუხაროდ სურათები ვერ დავამატე არ ემატება

ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ აქ სასტენდო მოდელებია...
რადიომართვადები მეზობელ განყოფილებაში განიხილება.

უზრუნველყოფა Invision Power Board
© Invision Power Services