დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: TeamSpeak
> Software და Hardware > Software
გვერდი: 1, 2
Mimi
არავინ იცით როგორ უნდა გავაკეთო ამ პროგრამაში სერვერი? ოფიცალურ საიტზე ვერაფერს მივაგენი sad.gif
GGM
Mimi
აქედან უნდა გადმოწერო სერვერული ნაწილი და დაქოქო smile.gif
http://www.goteamspeak.com/?page=downloads

დეტალები უკვე საიტზევე წერია...
http://www.goteamspeak.com/?page=faq&c...32#server_ports

ჩვენ გვაქ სერვერი 24/7 დაქოქილი თუ გინდა შემოდით (მისამართი და პაროლი PM-ით მოთხოვნის შემთხვევაში)





Mimi
GGM

didi madloba smile.gif gaverkvie smile.gif
mefe999
bratci! me axali var. azrze ar var rogor unda shemovide serverze. damakvalianet...
GGM
mefe999
Teamspeak - არის ხმოვანი კომპუნიკაციის პროგრამა - შესაბამისად საჭიროა მიკროფონის ქონა
თიმსპიკის გადმოწერა შეიძლება აქედან.
თიმსპიკის სერვერის მისამართია: ts.itcs.ge
Rainbow
დახმარება მჭირდება teamspeak ში რომ შემოვდივარ რამდენიმე წამში თავისით მითიშავს,
GGM
Rainbow
ინტერნეტის კავშირის პრობლემა გაქ ალბათ.
Rainbow
ხო ეგრე იქნება 70 ლარიან პაკეტზე 9 კაცი ვზივართ, sad.gif
faskunji
GGM ვინ შემოდის ღამის პირველ საათზე? smile.gif 10 საათიდან მანდ ვზივარ, შენ და ზეროს გისმენთ, ვყვირივარ მაგრამ რათ გინდა, ჩემი ხმა არ გესმით! არადა მიკროფონი მუშაობს smile.gif
GGM
faskunji
ლოლ... ჰოო ხმის უფლება არ გქონია smile.gif ბოლოს მივხვდით biggrin.gif
GGM
ყურადღება!
itcs.ge თიმსპიკის სერვერი დროებით გათიშულია ტექნიკური მიზეზების გამო (კაბელები გადაჭრეს ჩვენმა სახელოვანმა წყალკანალის მუშაკებმა). როგორც კი სერვერთან ინტერნეტის მიწოდება აღდგება შეგატყობინებთ.
kalosha
იმედია მალე ჩაგვირთავენ sad.gif
GGM
ჩაირთო თიმსპიკი!
Beso
ეჰ, მე დღეს ზღვაზე წავედი და დავიწყე ტელეფონით პოსტვა. sad.gif ბოლო დროს მაინცა და მაინც არავინ იკლავდა თავს თამაშით. იმედია სექტემბრიდან მაინც გაისნება მადა და ტიმ სპიკშიც შემოვლენ. wink.gif
GGM
Beso
აი...
IPB-ს სურათი
შენ წასვლას ელოდნენ ეტყობა smile.gif
potatoe
ნამდვილად smile.gif
მერე მეც დავემატე და ვიფრინეთ!
ვოტ!
Beso
ხო და, ეტყობა მე გიშლიდით ხელს. biggrin.gif
LCH
დავაყენე ახალი TeamSpeak 3 და ვეღარ შემოვდივარ ... (გუშინ მინდოდა შემოსვლა)...
Beso
LCH
ხო. ამასწინათ Iraklidze საც ქონდა ეგეთი პრობლემა. მე მგონი Lock On ის პატჩივით ყველამ ერნაირი ვერსია უნდა დააყენოს და მაშინ იქნება თავსებადი. biggrin.gif
iraklidze
LCH
მეც მესამე ვერსიით ვერ შემოვედი. მეორემ უპრობელმოდ იმუშავა
GGM
LCH
სერვერი მე-2 ვერსიაა.
shooter
მე მე-3 ვერსიას ვერც თავი გავუგე ვერც ბოლო biggrin.gif
GGM
ყურადღება!
გაშვებულია ახალი Teamspeak 3 სერვერი
მისამართზე: ts.itcs.ge
შესვლა პაროლის გარეშე


კლიენტის ახალი ვერსია უნდა გადმოწეროთ ოფიციალური საიტიდან: http://www.teamspeak.com/?page=downloads
დაამატებთ bookmark-ად მისამართს - ts.itcs.ge და შემოხვალთ თვეულებრივ.

ძველი (Teamspeak 2) სერვერი გაუქმებულია.
A10warlord
არ მიშვებს ახალ თს ში ვერ ვუკავშირდებიო
GGM
A10warlord
ახალი ვერსია გადმოწერე? მისამართი სწორად ჩაწერე? პაროლი არ უნდა.
Beso
დავაყენე და ყველაფერი მუშაობს. მივესალმები წინსვლას! biggrin.gif
A10warlord
გუშინ გვიან ღამით არ მიშვებდა ეტყობა სერვერი გათიშული იყო? smile.gif ეხა არანაირი პრობლემა არა აქვს smile.gif
GGM
A10warlord
ok, კი იშვიათად რამოდენიმე წამით ითიშება ხოლმე... კავკასუსის ოპტიკა ახურებს ხანდახან. ეტყობა მაგ დროს მოყევი smile.gif გამოვასწორებთ მაგასაც.
LCH
GGM
ამ ახალ სერვერზე პაროლი არ უნდა?..

ეგრე თავისუფალია შემოსვლა?.. (რატო?.. smile.gif )
GGM
LCH
ციტატა
ამ ახალ სერვერზე პაროლი არ უნდა?

არ უნდა.

ციტატა
ეგრე თავისუფალია შემოსვლა?

ამდენი ვინ შემოდის რო? ვინც ვიცით ყველა აქაა... თუ შეგვაწუხეს მერე გავწერთ პაროლებს.

P.S. შენ გაგიწერ პაროლს თუ გინდა smile.gif

LCH
GGM

ციტატა
შენ გაგიწერ პაროლს თუ გინდა


biggrin.gif
A10warlord
ვაა დღისით შევდივარ საღამოს ვერა sad.gif აი ათი საათია და არაააო სერვერი smile.gif
GGM
A10warlord
ახლა მანდა ვართ smile.gif
Beso
GGM
მოკლედ მეც სერიოზულად მაქვს TS ის პრობლემა. ხოში აქვს შემიშვებს, ხოში არა არქვს არ შემიშვებს. თანაც ძალიან ხშირად ხდება ეს ამბავი და იქნებ TS ის მამებმა მიხედოთ ამ ამბავს!? თუ სერვერებთან რამე პრობლემები იქმნება, მაშინ ხო არ ჯობდა დავბრუნებულიყავით TS 2 ში. იქ ეგეთი რამე წელიწადში ერთხელ ან მოხდებოდა, ან არა. sad.gif
GGM
ქსელის პრობლემა მგონია უფრო... მე ჯერ არც ერთხელ არ გამოვუგდივრ და არც დაკავშირება გამჭირვებია.

რაც შეეხება TS2 არა მგონია დავბრუნდეთ. საერთოდ გაითიშება ეგ სერვერი მალე. თუ მაინცდამაინც გინდათ რომელიმე თქვენგანმა მოქოქოს TS2 სერვერი და იქ შედით.
potatoe
თიმსპიკში ვერ შევდივარ
რა ხდება ხომ არ იცით?
GGM
potatoe
სერვერი მუშაობს...
http://ts.itcs.ge ბრაუზერში იხსნება?

შეიძლება პროვაიდერს DNS -ბის პრობლემა აქ. მოსდით ხოლმე... (მეც შემთხვევია CN-ზე რო ვიყავი).
სერვერის IP მისამართი ჩაწერე ts.itcs.ge ნაცვლად Server Address ველში: 80.241.249.138 - უნდა შემოხვიდე.
...თუმცა მე ჩვეულებრივადაც შემოვედი ეხლა სამსახურიდან ტელეფონით smile.gif
potatoe
მოგვარდა იმავე დღეს smile.gif
კაცო მახსოვდა რომ დავწერე კიდევაც რო მოგვარდა თქო
ეტყობა აღარ შევინახე ცვლილება

დამდეგს გილოცავთ!
Beso
ხო. მეც ვერ შევდიოდი და მაგ დროს ირაკლიც გამოაგდო. ეტყობა რაღაც პრობლემა ქონდა სერვერს.
გაიხარე თემო. მეც გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენთვის. smile.gif
potatoe
თიმსპიკი მუშაობს?
ხომ არ დაემართა რამე მე მაგას ვენაცვალე biggrin.gif
GGM
potatoe
თბილისში ხო იცი ინტერნეტის მოწოდება ამინდზეა დამოკიდებული smile.gif ჩაირთვებაო როგორც კი ინტერნეტი მოვაო.
GGM
კავკასუსს აქვს კავშირის პრობლემა აბონენტთან (TS სერვერთან). იმუქრებიან გავასწორებთო... ველოდებით.
dzirtkbo
ურააააააააააა ჩაირთო biggrin.gif
Dato_Graf
აღარ თამაშობთ ონლინეში? მეც მინდა რომ შემოგიერთდეთ და გთხოვთ იპ ადრესი მომეცით თუ არსებობს კიდე სერვერი
GGM
Dato_Graf
თიმსპიკის სერვერი მუშაობს, მისამართი წერია ზემოთ.
Dato_Graf
თიმსპიკით ფსხ ს სერვერებზე თამაშობთ?
GGM
Dato_Graf
თიმსპიკი არის ხმოვანი კომუნიკაციის პროგრამა smile.gif
Dato_Graf
fsx სერვერი არ გაქვთ?
GGM
Dato_Graf
ეგ კითხვა FSX თემებში დასვი:
http://www.pilot.ge/forum/index.php?showforum=23
GGM
თიმსპიკის სერვერი დროებით გათიშულია, მიმდინარობს სერვერის განახლება. ვიმედოვნებთ მალე ჩაირთვება.
ბოდიშს გიხდით და მადლობა მოთმინებისთვის! smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.