დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: კომპრესორი?
> ავია მოდელები > სასტენდო
georgiano
სალამი ყველას.

როგორც იქნა ვიყიდე Badger-ის აეროგრაფი, double action, gravity feed
ეხლა კი მჭირდება კომრესორი.

ხომ ვერ მეტყვით სად ვიყიდო და რამდენ ადმოსფეროიანი მჭირდება?
პირველ ეტაპზე ბალონზეც არ ვიტყოდი უარს(იმაზე კი არა ბაბილონში რომ იყიდებოდა. ცოტა დიდი, "აგნეტუშიტელის" ხელაზე)
GGM
georgiano
გილოცავ! შესანიშნავი შენაძენია, კმაყოფილი დარჩები good.gif

კომპრესორი უნდა სადღაც 2 ატმოსფეროს ფარგლებში. მე უბრალო მაცივრის ძრავი მაქ მაგ საქმისთვის. რესივერად დიდ პლასტმასის ბოთლს ვხმარობ:
http://www.lockon.ge/forum/index.php?s=&am...post&p=3590
georgiano
ციტატა(GGM @ Jul 17 2008, 05:01 PM) *

georgiano
გილოცავ! შესანიშნავი შენაძენია, კმაყოფილი დარჩები good.gif

კომპრესორი უნდა სადღაც 2 ატმოსფეროს ფარგლებში. მე უბრალო მაცივრის ძრავი მაქ მაგ საქმისთვის. რესივერად დიდ პლასტმასის ბოთლს ვხმარობ:
http://www.lockon.ge/forum/index.php?s=&am...post&p=3590


ეს აეროგრაფი შენ მირჩიე, მაშინ სხვა ნიკი მქონდა, პაროლი დამავიწყდა smile.gif
შენი პოსტი ვნახე მარა მაინცამაინც ვერ მივხცდი მაცივრის მატორი როგორ უნდა გამოვიყენო?
GGM
georgiano
აა, გასაგებია smile.gif

მაცივრის ძრავი ადვილი გამოსაყენებელია. თავისი მმართველი კონსტრუქციით თუა (რელე და კონდენსატორიცაა მგონი მანდ) ეგრევე ირთვება და იწყებს მუშაობას. როგორც წესი 2 მილი აქ ერთი შემავალი მეორე გამომავალი (რითაც ფრეონს აკაჩავებს. რო ჩართავ ჰაერის ნაკადით მიხვდები რომელი რომელია). შემავალ მილში შიგადაშიგ (თვეში ერთხელ) რამოდენიმე წვეთი მანქნის ზეთი ჩააწვეთე ხოლმე. აი გამომავალ მილში შეაერთო მოქნილი მილი რომელის სასურველია შეუშვა რამე დიდ რეზერვუარში (პლასტმასისი ბოთლი ან მომცრო ზომის პლასტმასის კანისტრა) რაც რესივერის როლს შეასრულებს. რესივერიდან სხვა მოქნილი ილით უკვე შეგიძლია აეროგრაფს შეუერთო.

პლასტმასის ბოთლი იმით არის კარგი რომ სახურავის მოჭერილობით ვარეგულირებ გამომავალ წნევას smile.gif
სასურველია აგრეთვე გამოსავალზე ზეთის ფილტრის დაყენება (უბრალო მანქანის ბენზინის ფიტრი).
georgiano
როგორ ფიქრობთ, გუდვილში რომ 30ლარად 12 ვოლტიანი მანქანის საბურავის კომპრესორი იყიდება, ამ საქმეში გამოდგება?

ერთხელ, მაგის ბიძაშვილით, დაშვებული საბურავი 10 წუთში გავბერე.
GGM
georgiano
ეგენი დიდხანს ვერ მუშაობენ გადაბმულად - შეიძლება გადაიწვას - მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა შეძლოს.
georgiano
1 საათი?
1:48 მოდელის შესაღებად მინდა, 1:1 -ის კი არა smile.gif

პ.ს.
ესეთი რაღაცა ჩვენთან სადმე იყიდება?
http://www.amazon.com/Wilmar-W10005-Gallon...k/dp/B000FW7W54

IPB-ს სურათი
GGM
georgiano
ციტატა
1 საათი?
1:48 მოდელის შესაღებად მინდა, 1:1 -ის კი არა

1:48-ზე უფრო მეტიც დამჭირვებია smile.gif

...ეგეთი ატ ვიცი მაგრამ შეკუმშული ჰაერის ან ნახშირორჯანგის ბალონებს კი იყიდი - კომპრესორზე ძვირი ჯდება უბრალოდ თორე - თუ ერთ ჯერზე არ გინდა მხოლოდ რათქმაუნდა smile.gif
achiko
მე ამ ჟანგბადის ბალონებს ვიყენებ ძალიან პრაკტიკულია და სუფთად მუშაობის საშვალებას იძლევა. შეგიძლიათ ნებისმიერი ატმოსფერო დაიჭიროთ რედუქტორის საშვალებით მაგ. 1.2.3.4.5 და ასშ. კონდესატს და არც ზეთს ამ შემტხვევაში ადგილი არ ააქვს იდეალურად სუფთა ჰაერით მუშაობ. ეს არის სასწრაფოს ჟანგბადის ბალონები ოღონდ მე ჰაერით ვატენინეფ რაც სრულიად უსაფრთხოა და ერთი ბალონი იძლევა 50 წუთიან შეუწყვეტლივ ჰაერის წარმადობას, ტევადობა აქვს 150 ატმოსფერო გირჩევთ ორი ბალონის შეძენას. მე დამიჯდა 80 ლარი მთლიანად მოწყობილობა ორი ბალონი, ორი პერეხადნიკი და ერთი რედუქტორი. ერთი ბალონის დატუმბვა ლარნახევარი ჯდება. მაცივრის კომპრესორს ვხმარობდი მაგრამ ბევრი პრობლემა ქონდა, ძალიან ბევრი კონდესატი და ჰაერში მოყოლილი ზეთი, მანქანის ბენზინის ფილტრი ბოლომდე მაინც ვერ აკავებს ვერცერთს და იქვე იწყება პრობლემები მითუმეტეს ზაფხულში 5 წუთში ცხელდება მაცივრის ძრავი რაც ღებვასთან დაუშვებელია ასე რომ დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ. მხოლოდ ჰაერით ტენიან ახმაშენებლის ხეივანზე მუხადგვერდის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს ვისოლის კალონკის გვერძე გზა შედის და იქ ტენიან good.gif
Beso
achiko
ჩემსას თავისი კომპრესორი მოყვა და ის პრობლემები რაც შემ ჩამოთვალე, არ ჰქონია არც ზაფხულში და არც ზამთარში. თუმცა ზამთარში თითქმის უსაქმოდ დევს. მაცივრის ძრავზე გეთანხმები. ყველაფერი ისეა როგორც აღწერე. ეგ ბალონები კი ჩემის აზრით იდეალური გამოსავალია იაფ ფარგლებში. buba.gif
georgiano
achiko
და სად იყიდება ეგ ბალონები თავისი რედუქტორ/რეგულატორებით?
დატენვით სად ტენი?
achiko
georgiano
მე ეს ბალონები მშრალ ხიდზე შევიძინე,მაგრამ როგორც გავიგე სადაც ჟანგბადით ტენიან ბალონებს იქ ააქვთ გასაყიდათ რესპუბლიკურ სავადმყოფოში ტენიან იქ იკითხე ფანტანის მხრიდან სამრეცხაოების გვერძე უნდა შეხვიდე. ჰაერით კი დიღომში მუხადგვერდის ასახვევის მოპირდაპირე მხარეს "ესტაკადის პირდაპირ" არის შესახვევი ვისოლის კალონკის გვერძე ყოფილი ტრაქტორების გარაჟი მდებარეობს და იქ ტენიან ჩვეულებრივი ჰაერით. რედუქტორი ელიავაზე ვიყიდე ნახმარი 40 ლარი მივეცი რეგულატორები თვითონ მოყვება რედუქტორს მეტი აღარაფერი ჭირდება. ისე გაითვალისწინე ერთი ბალონი 45/50 წუთამდე ყოფნის 2 ცალი მინიმუმ გჭირდება, მე ორი მაქვს და ერთის შეძენას კიდე ვაპირებ.
Conqueror
სალამი ვნახე ეს კომპრესორი, http://www.amazon.com/Portable-Compressor-...6038&sr=1-3 ეს რამდენად შეძლებს ესეთი ავზის დატუმბვას? http://mymarket.ge/product_info.php?type_i...duct_id=1623616


კომპრესორს აწერია 250 პსი ანუ 2 ატმოსფერომდე.
ზედა კომენტარებში წერია რომ 2 ატმოსფერო მაინც უდნდა იყოსო, და რამდენად გამოდგება სამღებროსთვის?
GGM
Conqueror
ეგ კომპრესორი მაგ ბალონებს ვერ დატუმბავს.
...და რად გინდა ბალონის დატუმბვა კომპრესორი თუ გექნა - პირდაპირ გამოიყენე დანიშნულებით smile.gif
Conqueror
ბალონიდან წნევა უფრო თანაბარი წამოვიდოდა, ხოლო კომპრესორმა შეიძლება "ფურთხება" დაიწყოს
GGM
Conqueror
კომპრესორს რესივერი და ფილტრი უნდა და არანაირი "ფურთხება" biggrin.gif
შენს ლინკზე საბურავის დასაბერი კომპრესორია - ეგ არ გამოგადგება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2020 Invision Power Services, Inc.