დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: AH-64D Apache Longbow
> ავია მოდელები > სასტენდო
GGM
მოკლედ ასე... პატვიცემულო საზოგადოებავ, ვიწყებ აწყობის ახალ თემას.
ამჯერად ბატონი ბესოს ნაჩუქარი მოდელი - AH-64D Apache Longbow, Revell-ის 1:48 მასშტაბის + Eduard-ის ტრავლიონკები + Ares-ის კოკპიტი + ჩემი წვალება = ვნახოთ რა გამოვა smile.gif

ეხლა რაც შეეხება მოდელს... საკმოდ დეტალიზებულია მაგრამ ჩამოსხმის ხარისხია უსაშინლესი - უსუფთაო ჩამოსმა, რბილი პლასტიკი, შეერთებისას ხშირად საჭიროებს ბლომად შპაკლს. მაგრამ ჩვენ ამის არ გვეშინია და მოვარჯულებთ იმედია smile.gif

დავიწყე იმით რომ საქმეში გამოვცადე ე.წ Futura-ს ლაქი (ბზინავი ლაქია) - იდეალურია გამჭვირვალე ნაწილების დასამუშაევბლად - რეალური შუშის ეფექტს აძლევს, ბზინვარეს ხდის.

ესეც ფუტურათი დამუშავებული, შემდეგ მასკა დადებული და შეღებილი კაბინის შუშები (შიგნიდან მასკა უკვე მოვაცილე, გარეთ ჯერ იყოს):

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6414.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6415.jpg

იმედია შედეგს ხედავთ, თუმცა საბოლოო სახედე კიდე რამოდენიმე ეტაპია smile.gif

შემდეგ, გამოვცადე ედუარდის ტრავლიონკა - ჰიდრების გონდოლაზე. წინა და უკანა მხარეს რაკეტების ბუდეების უკეთესი იმიტაციაა, ფიტილებიც კი ჩანს და თან ლითონის ეფექტი გამოვიდა - მაგრა მომეწონა.
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6416.jpg

ეხლა ყველაზე საინტერესო - კაბინა! რემნები ცალკეა სავარძლებზე, ძრავის გაზი რეგულატორები ცალკე, პედლები ცალკე, ინსრუმენტებიც - ფოტოფირია ზოგი პანელი ქვეშ, და ესეთ პატარა მაშტაბშიც კი ციფერბლატები ჩანს თუ დაუკვირდებით

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6400.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6401.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6405.jpg
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6407.jpg

კაბინაში სავარძლები დროებით ჩავდგი - არაა ჩაწებებული. ჯერ კიდე დასამუშევებელია, სავრძლებიც, თვითონ კაბინაც და ინსტრუმენტების პანელიც - ესე არ უნდა ბზინავდეს smile.gif

ეს კიდე ძრავის გონდოლა - საქშენზე ტრავლიონკებია
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t1/IMG_6410.jpg

დანარჩენი ფოტოები აქ იქინება:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/

დღეისთვის საკმარისია smile.gif
Beso
ხოოო... აი, მასტერმა დაიწყო ჩვენი მოდელიზმის გაკვეთილები. სხვანაირად ვერც დაარქმევ ეგეთ მუშაობას. ძაან მაგარია. ყოველთვის მშურდა შენი ნებისყოფის, წვრილმანი რაღაცეების გულდასმით კეთებაში.
აბა, ველით შემდეგ აფდეიტებს. biggrin.gif
Flyboy
მაგარია! ოგონდ მეტი ფოტო და მეტი ინფორმაციააა, ძაან საინტერესოა wink.gif
GGM
ნაწილი 2...
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part2/

პირველი ფენა გრუნტი დავადე და ძირითად ფერში შევღებე ფუზელაჟი...
ტრავლიონკებს რო დავადებ მერე შავი ფერით დამუქება უნდა გავაკეთო და მერე ისევ შევღებო ძირითად ფერში, ტონირებით.
Beso
GGM
მაგარი ხარ! უკვე გალამაზდა ნელნელა და სახე ეძლევა. smile.gif მოუთმენლად ველით დამთავრებას. wink.gif
shooter
ძალიან მაგარია smile.gif
A10a
ვაუ მაგარი იქნება,მეც მოუთმენლად ველოდები როგორი გამოვა smile.gif
GGM
მორიგი აპდეიტი, ნაწილი 3:

ტრავლიონკები დავაწებე და შევღებე. შუშებზეც ავაძრე მასკა როგორც იქნა (მასკები შევინახე - კიდე დამჭირდება, ლაქით დაფარვისას).

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ეხლა ეგ გაშრეს და შასის მივხედავ...

დანარჩენი ფოტოები აქ:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part3/
Beso
GGM
აუუუ... მაგარია!
როგორ პრიალებს შუშები!?... wink.gif
ცოტას არ მაკატავებ მერე? biggrin.gif
GGM
Beso
ციტატა
როგორ პრიალებს შუშები

futura-ს დამსახურებაა wink.gif
shooter
მაგარია რაა
GGM
ახალი პარტია...
შასი მივუყენე და ძრავებიც დავასრულე, ფაქტიურად ყველაფერი აწყობილია. დარჩენილი ადგილებიც შევღებე.

IPB-ს სურათი

ეხლა პირველი პირი პრიალა ლაქი დარჩა, მერე დეკალები, მერე მეორე პირი პრიალა, მერე დასვრა და მერე მატოვი და ეგაა. smile.gif

დანანრჩენი როგორც ყოველთვის აქ:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part4
A10a
აუ მაგარი იქნება
Ejay
GGM
ბარემ ააფრინე და ეგაა =)))

არ გამიკვირდება რო აფრინდეს ისეთ ვიდზე დგას : )))
Beso
GGM
მაგარია ჯიჯი. მარცხენა ძრავზე ცოტა რასშივკა გადაგიშპაკლია და გახაზე. ყოვეშემთხვევაში ასე ჩანს სურათზე. პრინციპში არც აღარაფერი აღარ დარჩა. კაია რომ ზამთარში მოახერხე ამის აწყობა. მე სანამ არ გათბება, ახლოს არ მაკარებენ სახლში. სუნით ვიხრჩობითო. biggrin.gif
GGM
Beso
უფ ეგეთი ნაკლები ბევრია... მარა ისეთი საძიძღარი ჩამოსხმა მოდელია რო გადაყოლაც დამეზარა, მეჩქარება თან რო მოვრჩე, დავიღალე უკვე.

P.S.
მეტი აღარავინ არ გაბედოთ და მოდელი არ მაჩუქოთ!
თორე გავაჩუქებ! biggrin.gif
Beso
ციტატა(GGM @ Jan 11 2010, 04:21 PM) *

Beso
size=4]მეტი აღარავინ არ გაბედოთ და მოდელი არ მაჩუქოთ![/size]
თორე გავაჩუქებ! biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აბა ვიღაც ვიღაცეები რო ამბობდნენ სიამოვნებას მანიჭებს აწყობაო!?... wink.gif
GGM
Beso
ციტატა
სიამოვნებას მანიჭებს

მაგრამ ვიღლები და რაც მთავარია ბევრი დრო მიაქ smile.gif
GGM
რა ლამაზი დროაააა, რა ლამაზი დღეაააა! იმიტომ რომ დეკალების დაკვრის დროაააა smile.gif

http://geoavia.com/virtual/personal/ggm/mo...t4/IMG_6563.JPG
shooter
მაგარია smile.gif
GGM
საბოლოო აწყობის წინა მზადება...

IPB-ს სურათი

...კრიალა ლაქი წავუსვი და დავსვარე. რო გაშრება მატოვი ლაქით დავფარავ და საბოლოოდ ავაწყობ.

დანარჩები ფოტოები აქ დავამატე:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/part4/
Beso
მააააგარია რა....
ქე გასულხარ ფინალში ნელ ნელა ხო იცი შენ!?... wink.gif
IKI BAZADZE
მაგარია ძაან
A10a
უმაგრესს
GGM
მოვრჩი! : party.gif
ჩაიბარეთ ბორტი smile.gif

IPB-ს სურათი

დანარჩენი ყველა ფოტო აგერაა:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/

ეს ნაჩქარევად გადავღე ოთახის განათებით... მერე დღის შუქზე გადავუღებ უკეთეს ფოტოებს.

დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის good.gif
faskunji
biggrin.gif ჩავიბარეთ !

good.gif good.gif good.gif good.gif მაგარია victory.gif
shooter
ძალიან მაგარია smile.gif სხვა მოდელებსაც ძალიან მოუხდა smile.gif
achiko
მაგარია ძაან საღოლ გია good.gif
Beso
მალადეც!
გამოვიდა მართლა კლასი. პრინციპში ამასაც ველოდით. გილოცავ კიდევ ერთ შედევრს. ისე, ცოტა ხანი კი მოგიწევს შესვენება, პოლკები შეივსო უკვე. biggrin.gif
fffrock
მაგარია მართლა ტო. რო უყურებ სურათებს სურვილი მაქ დავჯდე და აწყობა დავიტყო მარა ვიცი რო ძაან ძნელია და დიდი დრო უნდა. მაგარია საღოოოოოლ smile.gif
GGM
faskunji
shooter
achiko
მადლობა, მიხარია რო მოგეწონათ. smile.gif
Beso
მადლობა, შენს უმისოდ ეგ პროექტი არ შედგებოდა wink.gif
fffrock
იმედია A-10 -ის მერე აპაჩს გააკეთებენ და ჩაჯდები მერე :ოცნებას კაცი არ მოუკლავს სმაილიკი:
GGM
გავაახლე ფოტოები...
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

დღის შუქზე გადავიღე, მგონი უკეთესი გამოვიდა:
http://geoavia.com/virtual/personal/ggm/models/AH64D/
achiko
ვახ ვახ რა ლამაზია დღის შუქზე ძალიან სუფთა ნამუშევარია
good: good.gif good.gif plane.gif
Beso
აი, ეს სულ სხვაა. ის თითქოს მობილურით არისო გადაღებული. biggrin.gif აქ გამოჩნდა მთელი სილამაზე და შენი ოსტატობა. თუმცა სანამ რეალში არ ვნახავ ვერ მოვისვენებ. biggrin.gif კიდევ ერთხელ გილოცავ!
Pilota_ace
GGM
ვააა საგოლ მაგარია. good.gif
achiko
ესეც ჩემი განახლებული "belt cp"
achiko
სამწუხაროდ სურათები ვერ დავამატე არ ემატება
GGM
achiko
ციტატა
სამწუხაროდ სურათები ვერ დავამატე არ ემატება

ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ აქ სასტენდო მოდელებია...
რადიომართვადები მეზობელ განყოფილებაში განიხილება.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.