დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ფორუმის ახალი დომენი
> ფორუმი და საიტი > ადმინისტრაციის განცხადებები
Azazello
ძვირფასო ფორუმელებო, დღეიდან ჩვენი ფორუმი იქნება ხელმისაწვდომი კიდევ ერთი ახალი ალიას-დომენით pilot.ge. ამჟამად pilot.ge-ს გამოყენების შემთხვევაში თქვენ იქნებით გადამისამართებული ძველ დომენზე lockon.ge, მაგრამ მომავალში შეიძლება lockon.ge დომენი გაუქმდეს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ გამოიყენოს ახალი დომენი.

პატივისცემით,
ადმინისტრაცია
Beso
virtualpilot.ge მაინც დავარქვათ. ფორუმზე ორი კაცია ნამდვილი პილოტი და ისინიც აღარ დაფრინავენ ჯერჯერობით. biggrin.gif
GGM
Beso
ჯერ ერთი - ეს ფორუმი არაა მხოლოდ ვირტუალული პილოტებისთვის - ზოგადად ავიაციაზეა.
მეორე - pilot.ge დომენი დიდი ხანია დარეგისტრირებული გვაქ და შემთხვევა მოგვეცა გამოგვეყენებინა.
jomardi
კარგია ახალი საიტი, ახალი ინტერფეისით და მეტი ფუნქციებით. მადლობა ჩვენ ბებერ ფორუმს, ამდენი წელი პირნათლათ გვემსახურა.
<ჩამატებული> თუ რამით შემეძლება დახმარება, დომენზე გადასვლასთან დაკავშირებით, მზად ვარ wink.gif
Azazello
როგორც GGM-მა აღნიშნა, pilot.ge უკვე დიდი ხანია დარეგისტრირებულია და უსაქმოთ იყო, მე მგონია დიდი მნიშვნელობა არ აქვს დომენის სახელს, მთავარია ავიაციის თემის ფარგლებშია. რაც შეეხება ახალ საიტს, ვებ გვერდის განთავსების პრობლემა არ იყო არც ძველ დომენზე და არც ახალზე იქნება , როგორც ალბად შეამჩნიეთ, ჩვენი ფორუმი არის განთავსებული www.lockon.ge/forum დირექტორიაში და რუტში მაქვს ინდექს ფაილი გადამისამართებით რადგან მთავარ გვერდზე არაფერი არ დევს, თუ კი არის სურვილი და იდეები იმის შესახებ თუ რა განთავსდეს მთავარ გვერდზე, მოვიფიქროთ ერთად და განვათავსოთ, lockon-ი იქნება ეს თუ pilot-ი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარ გვერდზე კი დავდებთ ფორუმის ბმულს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.