დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ახალი წევრი :)
> ავია მოდელები > სასტენდო
paata2014
მოგესალმებით ყველას.

მე ვარ ახალი წევრი. ძალიან მიყვარს მოდელების აწყობა მაგრამ არ ვარ პროფესიონალი.

მინდა რომ ავაწყო პროფესიონალურ დონეზე და მჭირდება თქვენი რჩევები.

1. არსებობს რეველის ბრენდის ბევრი მოდელი და სხვადასხვა სირთულის. როგორ უნდა შევარჩიო მოდელი რომელიც ჩემთვის ანუ დამწყებისათვის იქნება კარგი.

2. სუპერში იყიდება სხვადასხვა ინსტრუმენტების ნაკრები ასევე პულვილიზატორი რომელიც იაფი ღირს. მირჩევთ ამეების ყიდვას?

3. ანუ ჯერ იღებება მოდელი და მერე ვიწყებ აწყობას თუ პირდაპირ ვაწყობ და მერე ვღებავ? გამადიდებელი შუშა დამჭირდება?

გთხოვთ იქნებ მითხრათ თუ რამე გამომრჩა და აუცილებლად დამჭირდება ასაწყობად.

დიდი მადლობა წინასწარ.

პატივისცემით,

პაატა
Beso
paata2014
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენთან.
ჯერ გირჩევ ერთი, ორი მოდელი 1:72 მასშტაბში ააწყო. ეგ გაცილებით ადვილია და იაფიც. შემდეგ როცა ხელს გაიწაფავ გადახვალ 1:48 მასშტაბში. მე პირადად გირჩევ სამხედრო ავიაციით დაწყებას. მაგ. მეორე მსოფლიო ომის რომელიმე გამანადგურებლით. შემდეგ შენი შეხედულებისამებრ.
სუპერში რომ აეროგრაფი იყიდება, ეგ ცოტა უხარისხო და არაეკონომიურია. აბა მხატვრების მაღაზიაში გაიარე და იქ ექნებათ ხარისხიანი ჩინური აეროგრაფები. მე პირადად ეგ მაქვს და კმაყოფილიც ვარ. სუპერში შეგიძლია იყიდო წვრილმანი რაღაცეები:წებო, საღებავი, შპაკლი(ქართული შესატყვისი დამავიწყდა) და ა.შ.
სანამ მოდელს ააწყობ, მანამდე უნდა დაათვალიერო კარგად და თავიდანვე გაიაზრო, რას შეღებავ თავიდან, და რას შემდეგ. წვრილმანი ნაწილები მეტი წილი თავიდან იღებება ცალკე, რაც აწყობილზე მიუდგომელი იქნება. მთლიანად, რა თქმა უნდა აწყობილი იღებება და წვრილმანი მერე უყენდება. მოკლედ youtube ზე მოძებნე და იქ აუარებელი მასალაა მოდელებთან მუშაობის. შEხედე და თვითონ მიხვდები რა, როგორ. ერთი საიტის მისამართს ჩაგიგდებ, სადაც მოდელებიც ბევრია, იაფიც არის და ინსტრუმენტები რაც გინდა სულო და გულო. რაც მთავარია სანდო საიტია. wink.gif

http://www.luckymodel.com/
paata2014
ძალიან დიდი მადლობა ესეთი დეტალური ინფორმაციისათვის. ესეთი კითხვა მაქვს როგორ უნდა გავიგო 1:72 მაშტაბის რომელია ანუ ყუთზე აწერია? რაც შეეხება აეროგრაფს, მხატვრების მაღაზია არ ვიცი სად არის და ხომ ვერ მირჩევ სადაც შენ იყიდე სადაც ჩინურ ხარისხიან აეროგრაფს ვიყიდი? რაც შეეხება სუპერში წვრილმანების ყიდვას ანუ წებო ბუნებრივია, შპაკლი როდის უნდა გამოვიყენო? დღეს მინდა სუპერში ვიყიდო მოდელი და არის ორნაირები ხო ანუ რომელსაც მოყვება წებო და საღებავები და რომელიც არის მარტო მოდელი. რომელს მირჩევ? ასევე სუპერზე იაფად გუშინ ვნახე სმარტში ვაკეში ანუ მეორე სართულზე საკმაოდ იაფი ღირს მოდელები მემგონი სუპერზე იაფი. მაგრამ იქ დეტალები არ იყიდება ანუ აქსესუარები. ანუ სუპერში ვიყიდი ფუუნჯების ნაკრებს, პინცეტი რო მოყვება და ქლიბი მაგის ნაკრებს წებოს და კიდევ რა დამჭირდება? შპაკლი თუმცა არ ვიცი შპაკლის გამოყენება ან როდის უნდა გამოვიყენო smile.gif. თუ მირჩევ კარგი იქნება. დიდი მადლობა შეიძლება ძალიან სულელურ რაღაცეებს ვკითხულობ მაგრამ იმედია გესმის მეგობარო ეს საქმე პროფესიონალურ დონეზე არასდროს გამიკეთებია და ამიტომაც ვარ ესე დაინტერესებული მინდა რომ 100 % ზე გავაკეთო ხარისხინდ და ორგანიზებულად. მადლობა კიდევ ერთხელ.
paata2014
მოკლედ ეხლა მოვედი სუპერიდან და რეები ვიყიდე. რეველის ეარბრაში სტარტერ. ქოლორ სტოპი, ბეისიქ ცოლორ გრონდი პაინტ ცლინ რა რა არის კარგად არ ვიცი smile.gif და ორი მოდელი ორივე 1:72 იანები. ფოვიეტ ფაიტერ მიგ 3 და სუპერმარინ სპიტფაიარ მკ V.

მეორეს მოყვება საღებავები და პირველს არა.

ეხლა იუთუბზე ვნახავ ამათი აწყობები თუა. თუ რამეს ავაწყობ სურათებს დავდებ smile.gif ისე მომწერე რამე რჩევები smile.gif
Beso
paata2014
მხატვრების მაღაზია ბაზრობაზეც არის. მე ჩემი აეროგრაფი ლილოში ვიყიდე. იქაც არის მხატვრების მაღაზია. რაც მთავარია მაგას კომპრესორი დაჭირდება, რომელის ორ ატმოსფეროს უნდა გაძლევდეს. მაგისთვის მაცივრის მატორიც გამოდგება. თუ ჯიბე ნოგცემს საშუალებას, ელიავაზე მშვენიერი კომპრესორები იყიდება პატარა. მოდელს რაც შეეხება, მეორეთი დაიწყე, ,,სპიდფაერით". შპაკლი, როცა ფუზელაჯს ააწყობ მერე უნდა შეხედო თუ რამე უზუსტობები იქნება გარედან, შპაკლით უნდა გამოასწორო. ანუ, როგორც მანქანის შეღებვისას. პროფილაქტიკაში დააკვირდი მალიარებს როგორ ამუშავებენ შეღებვამდე და შენ უნდა გადმოიღო იმათგან ოღონ 1:72 მასშტაბით. biggrin.gifეგ კაი აქსესუარები გიყიდია, თუმცა ძვირია აქ. შემდეგ რაც დაგჭირდება საიტიდან გამოიწერე ხოლმე. საღებავები ცალკე იყიდო ხოლმე, გირჩევია. უფრო იაფში გამოხვალ. აბა, წარმატებები და ველოდებით აწყობის სურათებს. smile.gif
paata2014
აეროგრაფი როგორ უნდა გამოვიყენო არ ვიცი. გრუნტ რო აწერია 18.40 ღირდა სუპერში იმის თავზე დავუმაგრე და სუ თეთრად გამოასხა smile.gif აცეტონით ვიწმინდავდი ხელებს ამდენი ხანიsmile.gif მოკლედ ალბათ არაფერი გამომივა რა რავი smile.gif ვეც ინტერნეტში ვნახზე აწყობის პროცესი. რავი.
paata2014
მოკლედ დავიწყე აწყობა Soviet Fighter MiG-3.

ვიყიდე ეს ნაკრები მაგრამ ქლიბი არის ძალიან უხეში ანუ მოდელს ვერ ვქლიბავ ანუ ვერ ვასუფთავებ 100 % ზე ხარისხიანადანუ ნორმალურია ესე უნდა იყოს თუ მე არ ვიცი გამოწენება?: Model Set Plus "Assembly"
http://www.superstore.ge/super/brands/reve...s-assembly.html

ასევე ვიყიდე Basic Color Groundspray 15 0m. ეს რა არის არ ვიცი საერთოდ. რომ დავასხი თეთრი ფერის საღებავივით გამოვიდა და ძალიან უხარისხოდ ანუ დაითხაპნასავით. იქნებ მითხრათ რა არის ეს და როგორ უნდა გამოვიყენო?

ეს როგორც ვფიქრობ ლაქია? Color Stop 30ml

კიდევ ვიყიდე Spray Gun "starter class" და Jumbo pressure bottle 750ml. მოდელის ნაწილი ანუ სკამი ავაწყე და ორი ძირითადი მხარი და უკანა ფრთები რომ მივაერთე ვიფიქრე ყვითელი საღებავით გამოვიყენებდი პულვლიზატორს და შემდეგ ზევიდან რო გაშრებოდა მწვანე ზოლებით გამოვიყვანდი კამოფლაჟს. ჰოდა ჯერ ხო ის ეარბრაშის ღილაკს რო დავაჭირე ვეღარ ვრთავდი მერე საერთოდ მოვუშვი და ისე გავაჩერე მერე იფურთხებოდა და ორი ფრთა რო შევღებე ყვითლად აღარ ასხავდა ნუ ვაი იმ შეღებვას მაგრამ მაინც smile.gif რო ვნახე ნახევარი იყო ჭიქაში დარჩენილი და რო ავანჯღრიე ჰაერის გამოსაშვები იქაც იყო სითხე რისი ბრალია არ ვიცი მოკლედ. სუ დაიწუწა ყველაფერი ისიც გაჭუჭყიანდა. ანუ ეჭვი მაქვს რომ ან ძაან უხარისხო პულვილიზატორი ვიყიდე ან კიდე მე ვერ გამოვიყენე სწორად ან ორივე smile.gif. იქნებ მირჩიოთ შემდეგ რო გავაგრძელო რა როგორ გავაკეთო რო კიდევ ეს შეცდომები აღარ გავიმეორო. იიუთუბზე ვერ ვიპოვე ვერც ამ მოდელის აწყობა და ვერც ამ მოწყობილობების ინსტრუქციები და დეტალები ამიტომაც გეკითხებით თქვენ smile.gif. მადლობას გიხდით წინასწარsmile.gif

Beso
paata2014
ეგ კაი ნაბორია ინსტრუმენტების. ქლიბი საბოლოოდ არანაირად არ გაგიწმენდავს ისე რომ მერე შეღებვის შემდეგ კარგი გამოვუდეს. მაგას სჭირდება შკურკა სხვა და სხვა ზომის. არის სქელი და უხეში და არის წმინდა რაც ელიავაზე ვედრო მანეთია. biggrin.gif რაც შეეხება აეროგრაფს, საღებავი პირდაპირ არ ჩაასხა ჭიქაში. ის ძალიან სქელია და შესაბამისად ვერ გამოვა ღარში. შეზავება სჭირდება გამხსნელთან, დაახლოებით 1:3 ზე. აქ სამი გამხსნელია, და ერთი საღებავი და მერე ორი არმოსფერო ჰაერის ნაკადის მიწოდებით ამოწმებ სხვა რამეზე ჯერ და რო დარწმუნდები რომ ის არის რაც შენ გინდა, მერე ღებავ მოდელს. wink.gif რაც მთავარია, აეროგრაფი ჭუჭყიანი არ დატოვო ხმარების შემდეგ. შიგნიდანაც და გარედანაც გამხსნელით უნდა კარგად გამორეცხვა. დაშლაც მოგიწევს რომ ყველგან გაირეცხოს. გამხსნელი მანდ ძვირია ძალიან. ელიავაზე ან ქავთარაძის ბაზრობაზე იკითხე გამხსნელი 646 ი ნომერი.
კლიპები როგორ ვერ ნახე კაცო. გადატენილია youtube ამეებით. ერთ ერთს დავდებ და მერე მიყევი და ჩაიძირები, იქ იმდენია. biggrin.gif

https://www.youtube.com/watch?v=OgXqRVgfZ6Y
paata2014
დიდი მადლობა ინფორმაციისათვისsmile.gif Basic Color Groundspray 15 0m რისთვის არის? თხელ შკურკას ვიყიდი. აეროგრაფში საღებავი კი ჩავასხი მაგრამ გამხსნელიც ჩავასხი ცოტა და კი არ გახსნა რო მოვურიე საერთოდ დააქუცმაცა საღებავი. ანუ ხო სამნაირი საღებავია ერთი რომელიც მოდელს მოყვება პლასტმასის, მეორე რკინის და მესამე ქაღალდში რო დევს. ანუ რკინის საღებავი რო ჩავასხი და გამხსნელი დავასხი სულ დაქუცმაცდა საღებავი. ატმოსფეროს წნევას ვერ არეგულირებს ის იაფფასიანი აეროგრაფი და ძვირფასი მივიღეთო 300 ლარიანიო და არ მაქვს ნაგდენი საშუალება ეგ რო ვიყიდო ეხლა. გამხსნელი ვიყიდე და მერე ელიავაზე ვიყიდი როგორც მირჩიე. ჰო იუთუბზე ვნახავ ეხლა დეტალებს smile.gif
ციტატა
Basic Color Groundspray 15 0m

Beso
paata2014
აკრილის საღებავში თუ ეგ გამხსნელი ჩაასხი, რა თქმა უნდა აჭრიდა. ჯერ საღებავის ანოტაცია უნდა შეისწავლო და იცოდე რა გინდა და რისთვის გინდა. ის გამხსნელი, რაც მე გითხარი, არის ნიტრო საღებავისთვის. აკრილს თავისი უნდა. მე მხოლოდ ნიტროს ვხმარობ და რაც ვიცი იმას გეუბნები. ამიტომ ჯობია ცალკე პატარა შუშაში მოამზადო საღებავი რამდენიც დაგჭირდება. ცოტა მეტი წვალებაა, მაგრამ სამაგიეროდ აეროგრაფს გადაარჩენ. ეგ 300 ლარი მაინც საიდან მოთხარეს? biggrin.gifგეუბნები, თუ ეგ აეროგრაფი ვერ გამოიყენე, გაიარე ბაზრობაზე და იკითხე მხატვრების მაღაზია და მიგასწავლიან. ლილოში კი ცოტა ზემოთ რო აუყვები, საერთოდ მხატვრების რიგს ეძახიან და იქ აქვთ ჩინური, ნორმალური აეროგრაფები. Basic Color Groundspray 15 0m კონკრეტულად ეგ არ ვიცი რა საღებავია. ზედ ეწერება ანოტაცია და წაიკითხე.
აი აეროგრაფები. ცოტა ლოდინი დაგჭირდება, მაგრამ აუცილებლად ჩამოვა ჩვეულებრივი ფოსტით. ყველა ფასის კატეგორიაა. smile.gif

http://www.luckymodel.com/scale.aspx?depar...mp;toolstype=AB
paata2014
Beso
მოკლედ smile.gif ვიყიდე 2000 იანი შკურკა smile.gif. მინიმალური ანუ კაბინა რო გავაკეთე და თვითფრინავის ორი ნაწილი რო შევკარი დავასხი გრუნტი რეველის. ჰოდა იმ შკურკით დავიწყე გაწმენდა smile.gif დავიტანჯე და მოკლედ მივხვდი რომ ალბათ ჩვეულებრივად ხელით ესე არ უნდა შკურკო ალბათ რაიმე მოწყობილობაა რომელიც დაადებ შკურკას და იმის მეშვეობით გააპრიალებ? ან ჯერ რაიმე უხეში შკურკით ან ქლიბით უნდა? თუ არ უნდა დამესხა გრუნტი? ჰოდა ამ გაპრიალებაში პროპელერის დასამაგრებელი პლასტმასის წვერიც მომიტყდა smile.gif რავქნა უკვე გადასაგდებია ეგ მოდელი? ფრთები ცალკე შევღებე ნუ ვაი იმ შეღებვას ისეთი გამოვიდა რო რავი რა. ჰოდა კიდევ რამაინტერესებს იმ ნაწილებში რომელიც გრუნტმა ამოავსო შკურკით რო ვაპრიალებ ბუნებრივია ისედაც ამოვსებულია და როგორ უნდა ამოვჩიჩქნო ის პატარა დეტალები რაც არ უნდა იყოს ამოვსებული ანუ არის რაიმე ხელსაწყო? შეიძლება არასწორად ვაწყობ თუ რავი . ვატყობ რო რაღაც არასწორი გზით მივდივარ და არ ვიც მოკლედ რა smile.gif მირჩიე რამეsmile.gif
paata2014
მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. გილოცავთ ყველას აღდგომის დღესასწაულს. მოკლედ გადავწყვიტე თავიდან დავიწყო მოდელის აწყობა და უფრო სერიოზულად მოვემზადო. 1:72 ით დავიწყებ. ვინაიდან რამდენიმეჯერ ვცადე და არ გამომივიდა იმედია ეხლა გამომივა. გთხოვთ მომწეროთ თქვენი რჩევები:

1. მოდელის ასაწყობად რა დამჭირდება? ანუ ქლიბი, შკურკა, გრუნტი (იგივე შპაკლია? თუ კი რეველს ააქვს და თუ აქვს რა ქვია?სუპერში იყიდება?)
ანუ ეტაპობრივად იქნებ მომწეროდ როგორ ხდება აწყობა. ანუ ნაწილები იღებება და ნაწილი მერე მაგრამ შპაკლს რომ წავუსმევ შემდეგ რაიმე უნდა კიდევ? რაში უნდა გავაზავო შპაკლი? საღებავი რაში უნდა გავაზავო? რეველის საღებავს ვგულისხმობ ასაწყობ თვითმფრინავებს რომ მოყვება? შეღებისმერე უნდა ლაკი ან რამე? წებო ქლიბით უნდა მოვაცილო ან შკურკით (წმინდა შკურკას ვგულისხმობ). რაიმე ხომ არ გამომრჩა?
2. აეროგრაფი თუ იყიდება სუპერში და თუ მირჩევთ რომ ვიყიდო? რაც შეეხება ჰაერის წნევას ანუ სპრეები რომ აქვს რეველს რომელიც აეროგრაფს უყენდება მაგაზე რას მეტყვით ეგ ვცადე ერთხელ და მთელი სახლი დამესვარა. არ რეგულირდება? თუ აეროგრაფიდან უნდა დავარეგულირო? აეროგრაფი როგორ უნდა გავწმინდო შემდეგ?
3. კამოფლაჟის შეღებვა თU მინდა ჩვეულებრივად აეროგრაფით ჯერ ერთ ფერს შევღებავ და ბლუთაქს დავაკრავ და შემდეგ მეორეს ალბათ ესე გამოვა ხომ?
4. რას მირჩევთ თვითმფრინავით დავიწყო, მანქანით თუ გემით თუ სირთულეზეა მხოლოდ დამოკიდებული და არა მოდელის კატეგორიაზე?

დიდი მადლობა წინასწარ და ველი თქვენს რჩევებს.
paata2014
Revell Corsair 1/72

ბევრი შეცდომაა აწყობისას და უბრალოდ პირველი მოდელია ასევთქვათ smile.gif მაგრამ გთხოვთ შეაფასოთ და მირჩიოთ რასაც ფიქრობთ. smile.gif
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2019 Invision Power Services, Inc.